← სიახლე
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა მესამე საკონტროლო მატჩიც მოიგო

2014-11-21

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში ამხანაგური მატჩები წარმატებით დაასრულა და 21 ნოემბერს ოფიციალურ ტურნირში ჩაებმება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილ ქართველებს ესტონეთის ქალაქ ტარტუში 5 ოფიციალური მატჩი ელით, რომლებსაც ახალგაზრდული ლიგის ეგიდით გამართავენ. 

ბოლო საკონტროლო მატჩი ქართველებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართეს. ჩვენი მეტოქე იყო იმ კლუბის თანატოლთა გუნდი, რომლის ერთი წლით უმცროსებიც საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ 34 ქულით დაამარცხა.

ქართველებს არც თანატოლების დამარცხება გაუჭირდათ და „რიზენსის“ 2001-წლიანებს 10 ქულის სხვაობით - 74:64 სძლიეს. "რიზენსს" ევროპის ლიგაშ თამაშის გამოცდილება საკმარისად აქვს. რიგის ამ გუნდმა წინა, მოსკოვის ტური 3 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.  საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მესამე საკონტროლო მატჩის მოგების შემდეგ მალევე გეზი ესტონეთისკენ აიღო.

ქართველები ქალაქ ტარტუს ამავე სახელწოდების სასტუმროში დაბინავდნენ და 21 ნოემბერს 2 მატჩს გამართავენ. ქორქია-მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ესტონურ „აუდიენტესს“ შეხვდება, ხოლო 18:00 საათზე ფინურ „ჰელსინკის“ დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

21 ნოემბერი

აუდიენტესი, ესტონეთი – „საქართველო 2001“      12:00

„საქართველო 2001“ - ჰელსინკი, ფინეთი               18:00

 

22 ნოემბერი

ტარტუ, ესტონეთი - „საქართველო 2001“               13:30

„საქართველო 2001“ – „მუკი“, ფინეთი                   18:00

 

23 ნოემბერი

პერკუნასი, ლიტვა  - „საქართველო“                      10:30

 

 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890