მარკოიშვილის “ბკ კიევს” ულებ–ის თასიდან გამოვარდნა ემუქრება

ფიბა-ს ევროთასის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევი” საბერძნეთში “პანელინოსთან” 69:96 წააგო და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსები მინიმუმამდე შეიმცირა.

მარკოიშვილმა მოედანი 5 პერსონალურის გამო ნაადრევად დატოვა
ქართველმა უკანახაელმა მოედანზე 23 წუთი დაყო და მოედანი 5 პერსონალურთა ლიმიტის გამო დატოვა. ამ ხნის განმავლობაში მანუჩარმა 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში კი 8 ქულას, 4 მოხსნას, 1 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.კიეველთა რიგებში ათქულიან ზღვარს მხოლოდ ბრენტ რაიტი (14) და არტურ დროზდოვი (12) გადასცილდნენ, ბერძენთა შორის საუკეთესო ენტონი გრანდიმ კი 24 ქულა მიითვალა.განმეორებითი შეხვედრა კიევში 11 ნოემბერს გაიმართება.