ფაჩულიას “ატლანტამ” ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა

ფაჩულიას “ატლანტამ” ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა

„ატლანტა ჰოუქსმა’ ზედიზედ მე–4 შეხვედრა მოიგო. „ქორებმა“ ამჯერად „ინდიანა“ ისტუმრეს და 108:93 დაამარცხეს. თანაბარი მატჩის მესამე პერიოდში მასპინძლებმა იძალეს, 20–ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და ინდიანელებიც საბოლოოდ გატეხეს.
 
ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 4 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ინდიანელთა კალათს თამაშიდან ერთხელ შეუტია და ზუსტი აღმოჩნდა, პლუს ამას ზაზამ 4 საჯარიმოდან 2 ჩააგდო. ფაჩულიაზე მეტი მოხსნა ატლანტელთაგან მხოლოდ ალ ჰორფორდს (10) და ჯოშ სმიტს(10) აღმოაჩნდა, თუმც ამ კალათბურთელებმა მოედანზე ზაზაზე 2–ჯერ მეტი დრო გაატარეს.
 
ცხრილში კი არაფერი იცვლება. „ატლანტა“ საკუთარ დივიზიონში მესამე იყო და ასევე დარჩა, როგორც აღმოსავლეთ კონფერენციაში – მეხუთეზე. მომდევნო შეხვედრას ატლანტელები 11 იანვარს შინ „მილუოკისთან“ გამართავენ.
 

ბრენდონ რაში, ზაზა ფაჩულია და ჯამალ კროუფორდი