ცინცაძის აქტიურობამ “როკს” ვერ უშველა

ცინცაძის აქტიურობამ “როკს” ვერ უშველა

გიორგი ცინცაძის “ტარტუ როკი” ბალტიის ლიგის მორიგ მატჩში შინ მოულოდნელად ლიტვის “ნევეჟისთან” 68:73 დამარცხდა. ლიტვური კალათბურთი ზოგადად ესტონურზე ძლიერი კია, მაგრამ “ნევეჟისი” ნამდვილად არ განეკუთვნება გუნდების იმ კატეგორიას, რომ “როკის” დარ კლუბს სტუმრად მოუგოს.
გიორგი ცინცაძის გუნდმა პირველი მეოთხედი 10 ქულით წააგო, დიდი შესვენების შემდეგ კი 12-ით ჩამორჩებოდა. მეორე ტაიმის შემდეგ “როკის” კალათბურთელებმა მოინდომეს, მაგრამ თამაშის შემობრუნება მაინც ვერ მოახერხეს. ცინცაძე ხუთეულში იყო და მოედანზე 33,36 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 8-დან 2 ორიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
“ნევეჟისთან” მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში მეორე აღმოჩნდა “როკისთვის” და ტარტუელები 3-6 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს “როკი” დღეს, 15 ოქტომბერს, შინ ლიტვურსავე “შაულიაისთან” ჩაატარებს.