გორდონ ჰერბერტი მომდევნო ეტაპზე გავიდა!

გორდონ ჰერბერტი მომდევნო ეტაპზე გავიდა!

ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში, C ჯგუფში გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზმა” საკუთარ მოედანზე “ჟალგირისი” 68:56 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე (TOP 16) გავიდა. მასპინძელთა შემადგენლობაში 24 ქულით ყველაზე შედეგიანი მაიკლ რაიტი იყო. “პომ” ჯგუფური ეტაპი 7-7 მოგება-წაგებით ჩაამთავრა.იმავე ჯგუფში ტაირონ ელისის “ელდო ნაპოლი” შინ დაძაბულ მატჩში კიდევ ერთ იტალიურ გუნდთან, “ბენეტონთან” დამარცხდა, მაგრამ ჯგუფური ეტაპის 6 მოგებითა და 8 წაგებით დასრულების მიუხედავად, “ნაპოლი” მაინც ინარჩუნებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს. ელისმა შეხვედრა 16 ქულით, 4 მოხსნითა და 1 პასით  დაასრულა.