კალათბურთის ფედერაციის განცხადება

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი თანამშრიომელი, ზაზა ზამთარაძე და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.
პანაშვიდი გაიმართება თბილისში, დავითაშვილის ქუჩის 25 ნომერში ხუთშაბათს და პარასკევს 17 საათზე, ხოლო გამოსვენება შაბათს – 15 საათზე.