“სიენამ” წააგო – მეტრეველი სკამზე დარჩა

ევროლიგის მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდ ნიკა მეტრეველის „სიენამ“ კატალონიურ “ბარსელონას” უმასპინძლა და 65:84 დამარცხდა.
სიენელებიპირველი ტაიმის შემდეგ კატალონიელებს 9 ქულით ჩამორჩებოდნენ და თამაშის გადარჩენის გარკვეულ შანსს ინარჩუნებდა, თუმცა, დასკვნით მეოთხედში 12:23 წააგეს და ამასთან ერთად მთლიანი მატჩიც დათმეს.
ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა განაცხადში გახლდათ, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
“სიენას” რიგებში საუკეთესო რომან სატო და ტერელ მაკინტაირი გახლდნენ, რომელთაც 13-13 ქულა მიითვალეს, “ბარსას” ლიდერმა ბონიფაცი ნდონგმა კი 19 ქულის მოგროვება შეძლო.
5 ტურის შემდეგ მეტრეველის კლუბს 4 გამარჯვება აქვს და A ჯგუფში “ბარსელონას” შემდეგ მე-2 ადგილი უკავია.