ბოისას “ზადარი” ფინალურ სერიაში ჩამორჩა

ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში ზაგრების “ციბონამ” ვლადიმერ ბოისას “ზადარს” უმასპინძლა და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი 86:75 დაამარცხა.
გასული მატჩებისგან განსხვავებით, ზადარელთა მთავარმა მწვრთნელმა ზმაგო საგადინმა ბოისა სასტარტო ხუთეულში არ ათამაშა. საბოლოო ჯამში, ვოვამ მოედანზე 25 წუთი დაჰყო და სტუმრებს 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
ქართველმა კალათბურთელმა 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი და 2 სამქულიანი კი გააცუდა. საინტერესოა ისიც, რომ ბოისას არცერთი პერსონალური ფოლი არ მიუღია.
შეხვედრის გმირი “ციბონას” წევრი ალან ანდერსონი გახდა, რომელმაც 30 ქულა მიიითვალა.
მომდევნო მატჩი კვლავ ზაგრებში გაიმართება.