← სიახლე
ქუთაისმა თსსუ-ს სძლია; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

2012-03-24

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი, სადაც სამედიცინომ  ,,ქუთაისს“ უმასპინძლა და 84:92 მარცხი განიცადა.

შეხვედრის საწყისი ათწუთეული ,,მედიკოსთა“ უპირატესობით წარიმართა, რომლების პერიოდის დასრულებამდე 2:15 წუთით ადრე 19:12 დაწინაურდნენ. საინტერესო გამოდგა მეორე მეოთხედი, რომელიც კვლავ თსსუ-ს სასარგებლოდ დაიწყო, თუმცა ქუთაისელებმა იძალეს და აღნიშნული მეოთხედის დასასრულს 35:33 გავიდნენ  წინ. დარჩენილ დროში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, საბოლოოდ კი  მცირე უპირატესობა ,,ქუთაისმა“ მოიპოვა და ტაიმში 44:38 იმარჯვა.

მესამე მეოთხედში ,,ქუთაისი“ უფრო აქტიურად ათამაშდა, თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და  დასკვნითი მეოთხედის მე-5 წუთზე 15 ქულიან უპირაესობასაც უწია - 80:65. დარჩენილ დროში ,,სამედიცინომ“  ჩამორჩენის  შემცირება მოახერხა და მატჩის დასრულებამდე 25:9 წამით ადრე  5-ქულიანი სხვაობა (84:89) დააფიქსირა, თუმცა დარჩენილ დროში ვეღარაფერი გააწყო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.  

,,ქუთაისელებს“ 20 ქულით რიჩარდ მათიაშვილმა ულიდერა, ხოლო თსსუ-ს მხრიდან  ყველაზე მეტი 26 ქულა კოკა ტომარაძემ მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა აკაკი დვალიშვილმა რომელმაც 20 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

 მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ქუთაისისა და სამედიცინოს გუნდების მწვრთნელემბმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

 დავით  უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): ველოდებით, რომ დაძაბული შეხვედრა იქმებოდა, რადგან თსსუ საკმაოდ კარგი გუნდია. სამედიცინომ მეორე წრეში გამოასწორა თამაში და არაერთ პრინციპულ მატჩში იმარჯვა,  რომლებიც 8 გუნდში მოსახვედრად მნიშვნელოვნად წაადგება.  ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში მაგრამ შევძელით დაცვაში თამაშის გამოსწორება და მატჩში გარდატეხის შეტანა.. რაც შეეხება ჩვენი შემადგენლობის გაძლიერებას, ზუსტად არვიცი დავიმატებთ თუ არა მოთამაშეებს. ვფიქრობ, მწვრთნელმა იმ გუნდით უნდა ითამაშოს, რაც ჰყავს. ჯერჯერობით, ამ შემადგენლობით გარკვეულ შედეგს ვიღებთ და მთლიან ჯამში კმაყოფილი ვარ. მარცხი განვიცადეთ, ,,დინამოსთან“ და ,,არმიასთან“, დანარჩენ შეხვედრებში კი ბიჭებმა თავი კარგად გაართვეს და გავიმარჯვეთ.  ორი თამაში დაგვრჩა ქუთაისში - ,,ბათუმთან“ და სტუს-თან. შემდეგ კი უკვე  პლეოფებისთვის დავიწყებთ მზადებას.

 კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი):  მივულოცავ ,,ქუთაისს“ ამ გამარჯვებას და  მივულოცავ ჩემს გუნდსაც, რომელმაც ასეთი გუნდური თამაში პირველად აჩვენა. დღევანდელ მატჩმა ბევრი რამ დაგვანახა, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებთ. და კიდევ უფრო დავხვეწავთ. მადლობა ჩემს ბიჭებს  ასეთი ბრძოლისთვის. ,,ქუთაისი“ ჩვენზე ძლიერი გუნდია  და გამოცდილი მოთაშეებითაა დაკომპლექტებული. სამწუხაროა, რომ ასეთი თამაში დავთმეთ. ძალიან გულდასაწყვეტია წაგება, როდესაც ახლოს ხარ გამარჯვებასთან, თუმცა მთავარია რომ ღირსეულ გუნდთთან ღირსეულ ბრძოლაში დავმარცხდით. ეს ალბათ გადაღლილობის ბრალია. არაერთხელ აღვნიშნე  რომ არ გვყავს სრულფასოვანი შემცვლელი, ამიტომაც  არ შევცვალე ის ოპტიმალური შემადგენლობა რომელმაც კარგად დაიწყო თამაში. ვფიქრობ, გუნდის  შეცდომები ხშირად დაღლილობას მოჰყვება.

 ზაურ ფაშაევი: ძალიან სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა, ბიჭებმა კარგად ითამაშეს და მადლობა მათ ასეთი შესანიშნავი მატჩისთვის.

  მიხეილ ჭოჭუა: ჩვენ ბევრად მეტი ხარვეზი გქვონდა,  ვიდრე მეტოქეს. მწვრთნელის ,,ქუთაისმა“ შორეულ ტყორცნებში  გვაჯობა, რასაც  3-ქულიანების პროცენტიც მეტყველებს. სწორედ ეს გახდა ჩვენი წაგების მთავარი მიზეზი.




2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890