← სიახლე
ქუთაისმა ოლიმპი დაამარცხა; მატჩისშემდგომი კომენტარები

2012-03-02

 სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტური დღეს ქუთაისში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ საკუთარ მოედანზე დებიუტანტი ,,ოლიმპი“ მიიღო და მეტოქე 90:84 დაამარცხა.

 მატჩი თავიდანვე ,,იმერელთა“ სასარგებლოდ წარიმართა, რომლებმაც პირველ ტაიმში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 49:39.  დაცვაში აქტიური თამაშის წყალობით მოპოვებული უპირატესობა,, ,,ქუთაისს“ არც მეორე ტაიმში დაუკარგავს. მესამე პერიოდის დასასრულს ქუთაისელებმა მეტოქე წინ  არ გაუშვეს და აღნიშნული მეოთხედის დასასრულს 2-ქულის სხვაობით, 65:62 იმარჯვეს. დასკვნით პერიოდში კი ,,ქუთაისი“ კვლავ ჩინებულად გაისარჯა და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა 

,,ოლიმპის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ლაშა გამყრელიძემ და ივან ტოდოროვიჩმა შეასრულეს. გამყრელიძემ 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო მისი თანაგუნდელის, ტოდოროვიჩის ანაგარიშზე - 11 ქულა და 10 მოხსნაა.  ,,ქუთაისს 18 ქულით ულიდერა გიგი ბარბაქაძემ, ხოლო ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა და პასი რიჩარდ მათიაშვილსა(12ქ.9მ) და გოგა ცეკვავას (12ქ.9პ)დააკლდათ.

 მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): ვიცოდით რომ წინ ძალიან დაძაბული შეხვედრა და დიდი ბრძოლა გველოდა,  ამიტომ მაქსიმალურად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის. მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ ვიყავით, თამაშს ვაკონტროლებდით  და ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა დაცვაში, თავდასხმაშიც საკმარისად იბრძოლა და  ძლიერი გუნდი დაამარცხა. 

გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი):ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში და სიმაღლით ჩვენზე ბევრად დაბალ გუნდთან დავმარცხდით. ფარი წავაგეთ, ცენტრებმა კი თავდაცაში ძალიან სუსტად იასპარეზეს, რაც მარცხის მთავარი მიზეზი გახდა.  90 ქულა წელს არცერთ გუნდთან არ გაგვიშვია. ,,ქუთაისმა“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.  


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890