← სიახლე
რუსთავმა პირველი გამარჯვება იზეიმა

2012-02-17

სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტური დღეს რუსთავში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ სტუ-ს უმასპინძლა, მეტოქე 67:54 დაამარცხა და სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება  მოიპოვა.

 ,,ქვემოქართლელებმა“  მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით, 37:27 გავიდნენ.

 რუსთველებმა მესამე პერიოდშიც იქტიურეს და მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს - 52;34. ,,ტექნიკოსები“ მხოლოდ მეოთხე, დასკვნით მეოთხედში ათამაშდნენ, რაც მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსთავის გუნდს 15 ქულით ვატო ბააკაშვილმა ულიდერა, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტს გუნდს 17 ქულა ლუკა ნოზაძემ შესძინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტურის კიდევ ორი შეხვედრა ბათუმსა და ქუთაისში შედგება. ,,ზღვისპირელები“ თსსუ-ს 17:00 საათზე უმასპინძლებენ, ხოლო ,,ქუთაისი“ საკუთარ მოედანზე ,,არმიას’ 18:00 საათზე დაუპირისპირდება.  


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890