← სიახლე
სკოლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა გადამზადების პროცესი ამბროლაურსა და ქუთაისში გაგრძელდა

2017-11-23 საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა კალათბურთის განხრით გადამზადების პროცესი  რაჭასა და იმერეთში გაგრძელდა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა სხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავს

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერითსაქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა - სახელწოდებით: „კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგთათვის“. 

აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა  ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.

მორიგი სემინარები ამბროლაურსა და ქუთაისში ჩატარდა. 19-22 ნოემბერს  ქუთაისში 125 პედაგოგი გადამზადდა, ხოლო ამბროლაურში 25 პედაგოგს ჩაუტარდა  სემინარები, რომელიც საკალათბურთო „აკადემიისა“ და 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ „ორბის“ მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ  ჩაატარეს.

ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა აგრეთვე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთშირომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმაგრიგოლ გურგენიძემ წაუკითხა.

 ამბროლაურსა და ქუთაისში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სერიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა დაურიგდათ: ფიბა- სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები.

პროგრამის ბოლო ეტაპი რუსთავსა და  დედაქალაქში ჩატარდება და  დეკემბრის თვეში დასრულდება.



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890