← სიახლე
საქართველოს ნაკრებმა რიჩარდ ჰარტმანის დარბაზში ივარჯიშა

2017-11-23

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ილიას ზუროსის განკარგულებაში 11 კალათბურთელი იყო. ნაკრებს მანუჩარ მარკოიშვილი შუადღეს შეუერთდა, რომელიც გერმანიის ქალაქ ქემნიცში იტალიიდან ჩამოვიდა, ხოლო მაიკლ დიქსონს რეისი საღამოს ჰქონდა და დანიშნულების ადგილზე გვიან ღამით ჩამოვიდა.

ვარჯიშს აღდგენითი ხასიათი ჰქონდა. მგზავრობის შემდეგ მწვრთნელებმა მოთამაშეები დიდად არ დატვირთეს. მეტი ყურადღება დაეთმო ფიზმომზადების მწვრთნელის სპეციალურ ვარჯიშებს, ხოლო ილიას ზუროსმა გუნდი კომბინაციებზე ამუშავა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში რიჩარდ ჰარტმანის დარბაზში გამართა, დღეს ქართველები იმ არენაზე ივარჯიშებენ, სადაც 24-ში გერმანიასთან მატჩი გაიმართება - „მესეჰალე ერფურტში“.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890