← სიახლე
სკოლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა გადამზადების პროცესი გორში გაგრძელდა

2017-11-15

საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა კალათბურთის განხრით გადამზადების პროცესი გრძელდებააღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა სხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავს

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალიური პროგრამა შეიმუშავა - სახელწოდებით: „კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგთათვის“.  აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა  ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

პროგრამა დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდა, სადაც ჯამში 280-ამდე პედაგოგი გადამზადდა.

მორიგი სემინარები გორში ჩატარდა, სადაც თავი მოიყარეს შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში მომუშავე 42-მა პედაგოგმამათ სემინარი საკალათბურთოაკადემიისადა 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბორბისმწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ  ჩაუტარეს. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს 3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი გათამაშდება.

გორში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბა- სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პედაგოგები სერთიფიკატები შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა, თამაზ ხაჩიურმა გადასცა.

კალათბურთის სპეციალისტები თელავში გადაინაცვლებენ, სადაც 16 ნოემბერს პროგრამით გათვალისწინებულ სემინარებს კახეთის რეგიონის პედაგოგებს ჩაუტარებენ

 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890