← სიახლე
საქართველო კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

2017-11-10

დღეს, 2017 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა.

გამგეობის წევრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრების თარიღი და ადგილი - ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზი,  2017 წლის 11 დეკემბერი, 13 საათი.

ამავე სხდომაზე განისაზღვრა ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათზე გადანაწილებული ხმათა რაოდენობა.

აღნიშნული კრების გადაწყვეტილების ოქმი ორშაბათს დაეგზავნებათ ხმის უფლების მქონე წევრებს და გამოქვეყნდება ფედერაციის ვებ გვერდზე.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890