← სიახლე
"დინამო თბილისმა" "ლუკოილ აკადემიკის" დამარცხების შანსი ვერ გამოიყენა (VIDEO)

2017-11-09

„დინამო თბილისმა“ მიმდინარე ფიბა ევროპის თასზე ყველაზე დამაჯერებლად ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“ ითამაშა. ირაკლი ხოშტარიას უნდს 19 ოქტომბერს სოფიაში მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა 70:73 დამარცხდა. ბულგარელები მეორე წრეში თბილისს ესტუმრნენ და 8 ნოემბერს სპორტის სასახლეში დაუპირიპირდნენ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს. დინამოელებს მოგების შანსი ამჯერადაც ჰქონდათ, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომების გამო ხელი მოეცარათ და ჯგუფში ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩებიან.

შეხვედრა სტუმართა აქტიურობითა და შესაბამისი ლიდერობით დაიწყო და პირველი პერიოდი სტუმრებმა 23:16 მოგეს. მეორე ნახევარში ბულგარელებმა უპირატესობა გაზარდეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 41:31. დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და მესამე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო ბოლო ათწუთულში დაწინაურდნენ კიდეც.

მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე დინამოელები ორი ქულით დაწინაურდნენ (59:57), რაც გიორგი შარაბიძისა და ნოდარ გოგოძის ზუსტი ტყორცნების შედეგი იყო, თუმცა დასკვნით მონაკვეთში ჩვენმა გუნდმა მიღწეული ვერ შეინარჩუნა... საბოლოოდ 72:63 ბულგარული კლუბის სასარგებლოდ.

გამარჯვებულებს კარლტონ პეპერმა 23 ქულით ულიდერა. დინამოელთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი შარაბიძემ დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. მასპინძელთა ბომბარდირი 12 ქულით ნოდარ გოგოძე გახდა. 10-10 ქულა ნიკოლა გაჩეშამ და ლავალ ბოიდმაც მიითვალეს.

4 მატჩიდან ყველა წაგებით დინამოელები 4-გუნდიან ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. მომდევნო, ჯგუფის ბოლოსწინა მატჩს თბილისელები 15 ნოემბერს, რუმინეთში, „კლუჯ-ნაპოკასთან“ გამართავენ.


ფიბა ევროპის თასი. მე-4 ტური. თბილისი, 8 ნოემბერი, სპორტის სასახლე
დინამო (თბილისი) 63:72 ლუკოილ აკადემიკი (ბულგარეთი)
სტატისტიკა: 63:72



ფოტოგალერეა 

 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890