← სიახლე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

2017-10-03

 დასრულდა დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი და გაირკვა ის 4 გუნდი, რომლებიც თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებენ.

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული 3 მატჩიდან 2 გაიმართა. „მგზავრებს“ ტრავმირებული მოთამაშეების გამო მატჩის განაცხადში შესაყვანად საკმარისი მოთამაშეები ვერ მოუგროვდა და „დინამოსთან“ ტექნიკური წაგება - 0:20 ჩაეთვალა. შესაბამისად, „დინამო“, რომელსაც პირველ ტურში „თსუ-ჰიუნდაი“ ჰყავდა დამარცხებული, ნახევარფინალში გავიდა.

„ბ“ ჯგუფში პირველი ადგილისთვის „რუსთავი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. რუსთაველებს პირველ ტურში დამარცხება ჰქონდა „კაკტუსთან“, თუმცა „ოლიმპის“ 11 ქულით დამარცხება მათ ჯგუფში პირველ ადგილს უნაღდებდა და ამ ამოცანას ქვემოქართლელებმა კარგად გაართვეს თავი. შესანიშნავი თამაშის წყალობით, „რუსთავმა“ „ოლიმპს“ 80:65 სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.

საბოლოოდ „ოლიმპიც“ გავიდა ნახევარფინალში, თუმცა საუკეთესო მეორე ადგილოსნის სტატუსტით. ოლიმპელებმა 1 მატჩი მოიგეს, 1 წააგეს და სხვა მეორეადგილოსნებს - „კაკტუსს“ და „თსუ-ჰიუნდაი“ ბურთების შეფარდებით აჯობეს.

ბოლო ნახევარფინალისტის ვინამოდა „ქუთაისისა“ და „სოხუმის“ დაპირისპირებაში გამოვლინდა. სოხუმელებს 10 ქულით მარცხიც აძლევდათ ხელს, რომ ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გასულიყო, თუმცა ბოლო პერიოდი ჩააგდეს და შეხვედრა 16 ქულის სხვაობით - 76:91 დათმეს.

 5 ოქტომბერს, ნახევარფინალში, „დინამო“, რუსთავი,  „ქუთაისი“ და „ოლიმპი“ ითამაშებენ. გუნდები 4 ოქტომბერს, კენჭისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

ოლიმპი - რუსთავი 65:80

სოხუმი - ქუთაისი 75:91 

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი 



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890