← სიახლე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები ბოლო ტურში გამოვლინდებიან

2017-10-02

გალერეა

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის მეორე დღეს ისეთი შედეგები დაფიქსირდა, ნახევარფინალის საგზური ჯერ ვერც ერთ გუნდს ვერ აქვს განაღდებული. ხვალ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური უპასუხებს კითხვას, თუ ვინ განა ნახევარფინალში.

გათამაშების სისტემის თანახმად, 3 ჯგუფიდან ნახევარფინალში პირდაპირ გავა 3 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი შეუერთდება. მეორეადგილოსანი გამოვლინდება მოგებების, შემდეგ კი ბურთების შეფარდების უმჯობესი შედეგით.

დღეს ოლიმპიურმა სასახლემ საკმაოდ საინტერესო მატჩებს უმასპინძლა. ყველაზე დაძაბული პირველი შეხვედრა გამოდგა, რომელშიც პირველ ტურში 21 ქულით დამარცხებული „კაკტუსი“ და „რუსთავი“ შეხვდნენ. რუსთაველები პირველ ტურში ისვენებდნენ, დღეს კი მაყურებლის წინაშე 4 ლეგიონერით წარსდგნენ, რომლებიც საკმაოდ კარგები არიან, თუმცა სადებიუტო მატჩში იმდენად კარგად ვერ გაისარჯნენ, რომ თამაში მოეგოთ.

რუსთაველები თამაშისთვის განკუთვნილი დროის უმეტესობას იგებდნენ, მხოლოდ ბოლო პერიოდში ჩამორჩნენ და კაკტუსელთა მწყობრ, შედეგიან გარჯას ვეღარაფერი მოუხერხეს. კრის ჯონსონმა და დავით ლომიძემ დეანდრე ჰარკსის დახმარებით გადამწყვეტ წუთებში იმდენი ქულა მიუთვალეს „კაკტუსს“, რომ არჩილ ჟღენტის გუნდმა გამარჯვებას მიაღწია და ჯგუფის ბოლო მატჩზეა დამოკიდებული, გავა თუ ვერა ნახევარფინალში.

მეორე მატჩში „თსუ-ჰიუნდაიმ“ შედეგიანად დაიწყო „დინამოსთან“ თამაში, მაგრამ საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდა, ხოლო მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში „ქუთაისმა“ 89:80 დაამარცხა „დელტა“ და ამ ჯგუფშიც ინტრიგა ბოლო ტურამდე დარჩა.

3 ოქტომბრის ბოლო ტურის მატჩები გაარკვევს, თუ ვინ გავა ნახევარფინალში და განაგრძობს ბრძოლას დუდუ დადიანის თასის მოსაპოვებლად.

რუსთავი - კაკტუსი 82:83

თსუ - დინამო 56:86

ქუთაისი - დელტა 89:80


ფოტო: თამარ ჯიშკარიანი, მირიან ჩხეიძე



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890