← სიახლე
18-წლამდელთა 3x3 კალათბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დამარცხდა

2017-08-06

საქართველოს 18-წლამდელთა 3x3 კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ  ეტაპზე მიიღო მონაწილეობა და 2-დან ორივე მატჩში დამარცხდა. საქართველოსთან ერთად ჯგუფში ესტონეთისა და საფრანგეთის ნაკრებები იყვნენ განთესილნი.

ქართველმა ახალგაზრდა კალათბურთელებმა ორივე მატჩი ხსენებული ნაკრებების წინააღმდეგ 5 აგვისტოს გამართეს. პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელთანაც ჩვენმა ბიჭებმა კარგად დაიწყეს, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში დაცვა მოადუნეს და 21:9 დამარცხდნენ. რაც შეეხება მეორე მეტოქე ესტონეთს, ჩვენმა ნაკრებმა ტოლი არც მათ დაუდეს და ოვერტაიმში დასანანი მარცხი განიცადეს - 12:10.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ნიკა ყირიმელი, გიორგი კუჭავა, გიორგი კვაჭანტირაძე და ტატო ოთიაშვილი იცავდნენ.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890