← სიახლე
ბათუმი საერთაშორისო საკალათბურთო კემპს უმასპინძლებს

2017-08-02

მიმდინარე წლის 21-30 აგვისტოს ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში ტარდება რიგით მესამე საერთაშორისო კემპი 8-დან 18 წლამდე ვაჟებისა და გოგონებისთვის. საკალათბურთო კემპ ARD Plus სავარჯიშო პროგრამა შედგენილია შემდეგი მიმართულებებით: ბურთის ტარება (დრიბლინგი), პასი, სროლა, შეტევის ტაქტიკა, დაცვა, ფიზიკური მომზადება და სპორტული ფსიქოლოგია.


კემპის მონაწილეები დაყოფილი იქნებიან 2 ჯგუფად ასაკების და მომზადების დონის მიხედვით. საკალათბურთო კემპ ARD Plus-ში შედის: თანამედრივე ვარჯიშების პროგრამა გამოცდილი მწვრთნელ-სპეციალისტების უკრაინიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სერბეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ინდივიდუალური და გუნდური ვარჯიშები, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოთამაშესთან. საკალათბურთო პროგრამა ახალგაზრდა კალათბურთელებისათვის (8-18 წლამდე ბიჭებისთვის და გოგონებისთვის) პროგრამა პროფესიონალი მოთამაშეებისათვის, ინდივიდუალური მუშაობის პროგრამა უკანახაზელთა, ფორვარდების და ცენტრალური თავდამსხმელებისათვის, ასევე სამწვრთნელო დონის ამაღლების პროგრამა.

მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 15 აგვისტომდე. ელ-ფოსტა:

ardplusbasketballcamp@gmail.com

საკონტაქტო. Tel: +995 599 30 91 27 Tel: +995 599 01 67 65 Tel: +38 095 645 57 03


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890