← სიახლე
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის ვიდეო-კოლაჟი

2017-08-01
VIDEO
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს  თბილისი მოლმა უმასპინძლა. თბილისის ტურიდან გასულ რვა საუკეთესო გუნდს - Old school, Jeo Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese, Old Eagle, „არიქა“, რეგიონების საუკეთესო გუნდებიც დაემატნენ. ყვარელში ჩატარებული ტურიდან “თელავი მიქსი“, ქუთაისიდან გუნდი “23“, ბათუმიდან გუნდი SWAG და რუსთავიდან - Clutcherhood.

ფინალში გამარჯვება Old School -მა მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 21:12 დაამარცხა და უქარესტ-ჩელენჯის საგზური მოიპოვა, რომელიც 12-14 აგვისტოს რუმინეთში გაიმართება.

ტრადიციულად ფინალურ ეტაპზე ჩატარდა კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. 3-ქულიან სროლებში გამარჯვებული გიგი მელაძე გახდა, ხოლო ჩატენვების კონკურსი კირილ ბირიუკოვმა მოიგო. საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ბარბაქაძე.



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890