← სიახლე
თბილისის მერიის თასი 2017 გამარჯვებული სამგორის გუნდი გახდა

2017-08-01

31 ივლისს თბილისის მერიის თასის ფინალს 3x3-ზე კალათბურთში სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთმა“ უმასპინძლა. ფინალურ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების  გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: მთაწმინდა, კრწანისი, საბურთალო, ვაკე, ისანი, სამგორი, ნაძალადევი, გლდანი, დიდუბე, ჩუღურეთი.

ტურნირი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და სავსე იყო საინტერესო მომენტებით. ვითარება განსაკუთრებით პლეიოფებიდან დაიძაბა, როდესაც 4 ძლიერი გუნდი დაუპირისპირდა - „დიდუბე“, „ისანი“, „საბურთალო“ და „სამგორი“. „საბურთალომ“ და „სამგორმა“მეტოქეები უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლოება მოიპოვეს.

ფინალში მოასპარეზე გუნდებმა საინტერესო ბრძოლა შესთავაზეს „ისთ ფოინთში“ შეკრებილ მაყურებელს. სამგორის გუნდმა, რომელიც დავით და გიორგი ბარბაქაძის, რიჩარდ მათიაშვილისა და რომან ტუკვაძისგან შედგებოდა, ბოლო წამებზე დაამარცხეს მოწინააღმდეგე საბურთალოს გუნდი 21:19, რომლის ღირსებასაც ძმები - ლევან და ნიკა ლოლიშვილები და საბა სირაძე იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ ფინალში მოასპარეზე თითოეულმა თითოეულმა კალათბურთელმა სანახაობრივი თამაში აჩვენა.

ჩემპიონი და მე-2 ადგილოსანი გუნდები, ასევე MVP, რომელიც ფინალში დამარცხებული გუნდის კაპიტანი ლევან ლოლიშვილი გახდა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა - ზვიად კოტრიკაძემ და ალეკო პეტრიაშვილმა და  თბილისის მერიის სპორტისა, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დააჯილდოვეს.

ტურნირი ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარადა, ოფიციალური მასპინძელი კი სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ იყო.



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890