← სიახლე
საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალური ტურნე 3x3-ზე კალათბურთში რუსთავის ტურით დასრულდა

2017-07-19


გალერეა

საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალური ტურნე 3x3-ზე  კალათბურთში რუსთავის ტურით დასრულდა. ტურნემ თბილისის გარდა კიდევ 4 ქალაქი: ბათუმი, ქუთაისი, ყვარელი და რუსთავი მოიცვა.

რუსთავის ტურის ფინალში FIBA-ს სტანდარტების კორტზე ერთმანეთს გუნდები ლიდერბეთი და ჩუხანა დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი დაძაბულ ბრძოლაში ლიდერბეთს დარჩა - 21:19. საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კოტე ბიწაძე 3x3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გრიგოლ გურგენიძემ დააჯილდოვა.

თბილისში ლისზე გამართული ტურნირიდან ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი მოხვდა. ესენი არიან: Old school, Jeo Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese, Old Eagle, არიქა. ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყვარლიდან კახეთი მიქსი იასპარეზებს, ხოლო ქუთაისიდან გუნდი 23. რაც შეეხება ბათუმსა და რუსთავს, ამ ქალაქებში გამართულ ორივე ტურნირზე გამარჯვება გუნდ ლიდერბეთს დარჩა, რომელიც მონაწილეობას თბილისიდან იღებდა, აქედან გამომდინარე, მონაწილეობის უფლება ამ ქალაქებიდან რეგიონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ყველაზე მაღალი შედეგისა და ადგილის მქონე გუნდებს გადაეცათ. ეს გუნდებია: ბათუმიდან გუნდი SWAG, რუსთავიდან კი Clutcherhood.

სწორედ ზემოთხსენებული 12 გუნდი იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისთვის 22 ივლისს, თბილისი მოლში 3x3 კალათბურთის ფინალურ ეტაპზე. საქართველოს ტურნე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და რეგიონალური ფედერაციების ორგანიზებით იმართება. ჩემპიონატის სატელევიზიო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გუნდი ლიდერბეთი

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კოტე ბიწაძე

მე-2 ადგილის მფლობელი გუნდი ჩუხანა

გუნდი Clutcherhood


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890