← სიახლე
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „სასკი ბასკონიას“ შორის თანამშრომლობა გრძელდება

2017-07-19

 გალერეა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია „სასკი ბასკონიას“ შორის 2 წლის წინდაწყებული თანამშრომლობა გრძელდება. 
კომპანია „სასკი ბასკონია“ ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ „ლაბორალ კუჩასა“ და ბავშვთა სკოლების მეპატრონეა. აღნიშნულსკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან კლუბებში, ასევე ნბა-ს კალათბურთელთა რიგებშიც.

 
სწორედ ამ კლუბის საწვრთნელი კემპი გაიმართა 19 ივლისს თბილისში. წინა წლების მსგავსად,   კემპის ჩასატარებლად თბილისში ესპანელი მწვრთნელებიჩამოვიდნენ, რომლებიც ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში 75 პერსპექტიულ მოზარდს ვარჯიშებს უტარებენ. კემპისთვის 2001, 2002, 2003, 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებული კალათბურთელები შეირჩნენ.
 კემპში მონაწილე  ქართველი მოზარდებიდან ესპანელი მწვრთნელები 16 საუკეთესოს შეარჩევენ, რომლებსაც ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში „ლაბორალ კუჩას“კემპზე წაიყვანენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპს ჩაუტარებენ.

 აღნიშნული კემპის შემდეგ შეირჩევიან  მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში დარჩებიან და „ლაბორალ კუჩაში“ ან ამ  კლუბთან დაახლოებულ სხვა კლუბებში გააგრძელებენ ვარჯიშს.
„ლაბორალ კუჩას“ კემპი 21 ივლისამდე  გასტანს, რის შემდეგაც ესპანეთში წამსვლელი 16 ახალგაზრდის ვინაობა გაირკვევა. 

 

მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):  მოხარულები ვართ რომ ეს პროექტი გრძელდება. მესამე სეზონია უკვე ეს კემპი რაც ტარდება „სასკი ბასკონიასა“ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის კონტრაქტის საფუძველზე. წელსაც შეირჩევიან ბავშვები, რომლებიც 2 კვირაში  გაემგზავრებიან ესპანეთში და იქ გამართული შეკრების შემდეგ უკვე გადაირჩევიან ის მოთამაშეები, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მომავალ წელს ისწავლონ და ივარჯიშონ ევროპაში ერთერთ საუკეთესო სპორტულ სკოლაში. ეს პროექტი იყო „დაპაუზებული“ რიგი სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ იმის შემდეგ რაც კომისიამ მუშაობა დაასრულა, პროექტი აღდგა და გაგრძელდა მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთისათვის, ქართული სპორტისათვის და ბავშვთა განვითარებისათვის.


ხესუს ვასკესი, „სასკი ბასკონიასა“ და „ალავესის“ გენერალური დირექტორი:  მოხარულები ვართ, რომ ისევ ერთად ვართ, თუმცა არასოდეს არ შეგვიწყვიტავს მუშაობა: კემპი უკვე მესამე წელია ტარდება და ამაზე მუხლჩაუხრელად მუშაობდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, „სასკი ბასკონია“, მწვრთნელებიც, მოთამაშეებიც და პროექტში ჩართული დანარჩენი პირებიც. ბავშვებს თამაშის დონის ამაღლება ნამდვილად ეტყობათ და ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მოთამაშეების სწორ ათლეტად ჩამოყალიბებაზე მუშაობას.


ჯოან ბრაულიო, მწვრთნელი, საქართველოში სასკი-ბასკონიას საწვრთნელი კემპის დირექტორი: პირველ რიგში ბასკონიას სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მოხარულები ვართ, რომ ისევ გვაქვს შესაძლებლობა აქ ყოფნის. წლევანდელ სეზონში უფრო კარგი დონე აჩვენეს ბავშვებმა მომზადებისა და კონცენტრაციის, რაც სურპრიზი იყო ჩვენთვის. ეს ნამდვილად არის იმის მანიშნებელი, რომ საქართველოში კალათბურთი სწორად ვითარდება და კარგი მომავალი აქვს. 



2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890