← სიახლე
საქართველოს სუპერლიგის ფინალურ სერიას ევროლიგის ტოპ-მსაჯი მოემსახურება

2017-05-19

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგის ფინალური სერიის მატჩების სამსაჯოდ საქართელოში ფიბა-ს მაღლკვალიფიციური არბიტრი ჩამოვა. „დინამოსა“ და „ქუთაისის“ ფინალური სერიის მატჩებს ფიბა-ს ლიცენზიის მქონე ქართველ არბიტრებთან ერთად ხორვატი ფიბა-ს მსაჯი - ტომისლავ ჰორდოვი მოემსახურება.

ჰორდოვი ევროპაში დიდად ცნობილი მსაჯია. იგი 37 წლისაა, ფიბ-ს ლიცენზიას ფლობს 2010 წლიდან, ხოლო 2014 წლიდან მსაჯობს ევროლიგის თამაშებს. მხოლოდ მიმდინარე სეზონში იგი ევროლიგის 30 მატჩს მოემსახურა.

ევროლიგაში ჰორდოვმა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) „ბარსელონას“ მონაწილეობით გამართული მატჩები იმსაჯა. შემდეგ მოდიან ყაზანის „უნიკსი“ (4) და „ბროზე ბამბერგი“ (4). ბოლო შეხვედრა, რომელსაც ტომისლავ ჰორდოვი მოემსახურა, 6 აპრილს გამართული ევროლიგის მატჩი იყო, რომელშიც „ფენერბაჰჩემ“დაძაბულ ბრძოლაში - 68:65 სძლია„ბარსელონას“.

ჰორდოვი აგრეთვე რეგულარულად მსაჯობს  ადრიატიკის ლიგის და ვი-თი-ბი ლიგის მატჩებს. წლეულს იგი მოემსახურა ადრიატიკის ლიგის პირველ ფინალურ მატჩს.

ტომისლავ ჰორდოვი საქართველოში კვირას ჩამოვა და ორშაბათს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „დინამოსა“ და „ქუთაისს“ შორის დანიშნულ სუპერლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩს მოემსახურება. სერიის მომდევნო მატჩებში ქართველი არბიტრები ერთმანეთს შეენაცვლებიან, ხოლო ჰორდოვი სერიის ყველა შეხვედრაში მთავარი მსაჯის ამპლუაში იქნება. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890