← სიახლე
სოხუმი საკვალიფიკაციოში დაწინაურდა

2017-05-10

 გალერეა
სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდების დაპირისპირება მძაფრდება. დღეს ოლიმპიურ სასახლეში საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც გამარჯვებები "სოხუმმა" და "ოლიმპმა" მოიპოვეს. სოხუმელებმა "ბათუმს" იოლად სძლიეს, ილიმპელებმა კი "მგზავრებს" დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს.  ამ გამარჯვებით "სოხუმმა"ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა მეტოქე გუნდებთან და სუპერლიგაში გასარჩენად ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია. "სოხუმი" 2 ქულით უსწრებს "ოლიმპსა" და მგზავრებს",  ხოლო ბათუმელებთან 3-ქულიანი უპირატესობა აქვს. 

რაც შეეხება დღის მეორე მატჩს,  "ოლიმპმა" დიდ ბრძოლაში გამოჰგლიჯა გამარჯვება "მგზავრებს". ოლიმპელები მატჩის პირველ ნახევარში გვარიანად ჩამორჩებოდნენ, თუმცა მძლავრი მესამე პერიოდი ჩაატარეს,  რომელიც 19:10 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ დაწინაურდნენ. "ოლიმპი" მოგვიანებით 10 ქულით გალიდერდა, თუმცა "მგზავრებმა" თამაშს ინტრიგა ბოლო წამებამდე შეუნარჩუნეს. საბოლოოდ "ოლიმპმა" 75:71 მოიგო და ცხრილში "ბათუმს" გადაუსწრო, "მგზავრებს" კი გაუთანაბრდა. 

სოხუმი - ბათუმი  95:85 


მგზავრები - ოლიმპი  71:75 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890