← სიახლე
დინამო სერიაში 2:0 დაწინაურდა

2017-05-09

 გალერეა

სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში „დინამო თბილისმა“ მეორე მატჩიც მოუგო „რუსთავს“ და საერთო ანგარიშით - 2:0 დაწინაურდა. სერიის პირველი მატჩისგან განსხვავებით, ქვემოქართლურმა გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია „დინამოს“ და ბოლო წამებზე - 77:81 დამარცხდა.

მატჩის უმეტეს დროს რუსთაველები იგებდნენ. პირველი პერიოდი ქვემოქართლელებმა 21:19 მოიგეს,  ხოლო დიდი შესვენებისთვის სტუმრები 6 ქულით - 49:43 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა. დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო ბოლო პერიოდში, მატჩის ბოლო წუთებზე ლიდერობაც მოიპოვეს.

შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მეტი სიზუსტე და იღბალი დინამოელებს აღმოაჩნდათ, რომლებმაც შეხვედრა 4 ქულით - 81:77 მოიგეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. გამარჯვებულებს  24 ქულით ილია ლონდარიძემ ულიდერა. 14 ქულა დააგროვა ნიკოლა მარავიჩმა, ხოლო ლევან ფაცაციამ 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. „რუსთავში“ 24 ქულით საუკეთესო იყო რევაზ ჩაჩანიძე, ხოლო მორი ბრიგსმა 15 ქულა მიითვალა.

სერიის მომდევნო შეხვედრა 15 მაისს რუსთავში გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): ბოლო წამებზე ვეღარ გავუძელით, თორემ შეიძლებოდა ამ შეხვედრის მოგება. დინამო ზედმეტად თავდაჯერებულიც ჩანდა დასაწყისში და ამანაც განაპირობა ჩვენი წინ გაქცევა, თუმცა ბიჭებსაც არ შეიძლება დავუკარგოთ - იბრძოლეს და ეს მათი დამსახურებაცაა. წავაგეთ, მაგრამ ვიბრძოლეთ და დღეს მე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ვულოცავ დინამოს!

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): ნახევარფინალები მიმდინარეობს და ვერ იტყვი დაზუსტებით რომელია ფავორიტი. ამის პროგნოზი რთულია. პრაქტიკულად ყველა კომპონენტში გვაჯობა დღეს მოწინააღმდეგემ, უბრალოდ ჩვენ შევძელით მობილიზება, იღბალიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ გასვლითი თამაშისთვის, ან თამაშებისთვის. ვნახოთ რა მოხდება. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890