← სიახლე
ფედერაციასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017-05-02

www.jr.gbf.ge

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, სასახლის კალათბურთის წრის მხარდაჭერასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ. მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ სპორტული კაბინეტის ხელმძღვანელი ბადრი ბერიაშვილი და თანამშრომლები. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო რიგით მეორე ტურნირი სახელწოდებით „JR.NBA-GBF ლიგა“, რომლის პარტნიორია საქართველოში ამერიკის საელჩო. ტურნირის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. 








2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890