← სიახლე
მგზავრებმა ქუთაისიც დაამარცხა

2017-03-05

 გალერეა

სუპერლიგის აუტსაიდერმა „მგზავრებმა“, რომელმაც მე-18 ტურში ლიდერ „დინამოს“ მოუგო, დღეს ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „ქუთაისიც“ დაამარცხა. ამ მოგებით „მგზავრებმა“ კონკურენტ „ოლიმპს“ გადაასწრეს და თუკი მიმდინარე ტურის ბოლო მატჩში ეს უკანასკნელი „კაკტუსს“ ვერ მოუგებს, „მგზავრები“ ცხრილის ბოლო ადგილს თავს დააღწევენ.

„მგზავრებმა“ გარდამტეხი უპირატესობა ბოლო პერიოდში მოიპოვეს, მანამდე კი, მესამე მეოთხედში ქუთაისელებს თამაში გაუთანაბრეს. თბილისური გუნდი მთელი პირველი ტაიმი მდევრის როლში იყო და დიდი შესვენების შემდეგ მატჩის სადავეები ხელთ იპყრო, რაც ლეგიონერთა  და ქართველი მოთამაშეების გუნდური და შედეგიანი თამაშის შედეგი გახლდათ.

ბოლო პერიოდი „მგზავრებმა“ 26:10 მოიგეს, საბოლოოდ კი 13 ქულით - 88:75 იმარჯვეს და სუპერლიგის მიმდინარე სეზონში მე-5 გამარჯვება მოიპოვეს. 5 გამარჯვება აქვს „ოლიმპსაც“, მაგრამ ამ გუნდს ბათუმში ტექნიკური წაგების გამო 1 ქულა აკლდება და თუკი დღვანდელ მატჩში „კაკტუსს“ ვერ დაამარცხებს, ცხრილის ბოლო ადგილზე ჩაინაცვლებს. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):

„ჩვენი მიზანი თავის გადარჩენა და სუპერლიგაში დარჩნაა. დღვანდელი გამარჯვება ამ მხრივ დიდად დაგვეხმარება, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები გველის. არავინ იცის, რა ამბები დატრიალდება ბოლო, მე-4 წრეში. დღევანდელი მატჩით კი კმაყოფილი ვარ და ვულოცავ ჩემი გუნდის წევრებს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას“. 

კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): 

„შეიძლება ითქვას დღეს ორი თამაში ვითამაშეთ. ვგულისხმობ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ტაიმს. პირველ ტაიმში გუნდი კარგად ასრულებდა მწვრთნელის დავალებას, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მეორეში სრულიად მოვიშალეთ. აქამდე მცირე შანსი გვქონდა პირველობის, ახლა ფაქტიურად შანსი აღარ დაგვრჩა. ჩემპიონატი გრძელდება, ჩვენ კი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ თამაში, სხვა გზა არ გვრჩება.“ 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890