← სიახლე
ტური რუსთავის მგზავრებთან გამარჯვებით დასრულდა

2017-03-02

 სტატისტიკა

სუპერლიგის მე-19 ტური დასრულდა. ბოლო მატჩს რუსთავმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ ცხრილის ბოლოადგილოსანი „მგზავრები“ ჩავიდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო პერიოდში, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა.

შეხვედრის პირველი პერიოდი რუსთაველებმა 27:20 მოიგეს, თუმცა მეორეში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირეს. მესამე მეოთხედში „მგზავრებმა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა, რომელშიც მასპინძლებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ - 86:69.

რუსთაველთაგან 20 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო სერგო ათუაშვილი. 18 ქულა რეზო ჩაჩანიძემ დააგროვა, ხოლო 13-13 ქულა ტომი სპანოლოსა და ქეისი კასპერბაუერის ანგარიშზე დაგროვდა. „მგზავრებში 19 ქულით საუკეთესო იყო კორი ალენი, რეჯი მერფის ანგარიშზე კი 14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

სუპერლიგის მორიგი, მე-20 ტურის ოთხივე მატჩი 5 მარტს, თბილისში გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):

მგზავრები ძლიერი გუნდია და ეს გასულ ტურშიც დაამტკიცა. ბოლო პერიოდში ჩვენ უფრო მობილიზებულები ვიყავით დაცვაში და ვფიქრობ ამის ხარჯზე მოვიგეთ თამაში.

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):

პირველ რიგში ვულოცავ რუსთავს გამარჯვებას. პაუზამ, რაც იყო უარყოფითად იმოქმედა ბიჭებზე. მეოთხე პერიოდში დაცვაში შეცდომების გამო წავაგეთ თამაში. ვეცდებით შემდგომ მატჩებში გამოვასწოროთ.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890