← სიახლე
თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი რუსთავია

2017-02-13

 სტატისტიკა  
 გალერეა

საქართველოს თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა დღეს რუსთავში. ადგილობრივმა გუნდმა „კაკტუსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 81:73 დაამარცხა.

თასის გათამაშებაში პლეი ოფი ერთ მოგებამდეა. შესაბამისად, დღევანდელი მატჩის გამარჯვებული რუსთაველები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე 23 თებერვალს გასამართი მეოთხედფინალის („ქუთაისი“-„ოლიმპი)“ გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, რუსთაველებმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხეს. მანამდე კი თანაბარი, საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიდიოდა. პირველი პერიოდი „კაკტუსმა“ 15:12 მოიგო, თუმცა მომდევნო პერიოდში მასპინძლებმაც 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.

„კაკტუსმა“ მორიგ მეოთხედში ისევ იძალა და 23:21 გამარჯვების შემდეგ ბოლო ათწუთეულის წინ ისევ გალიდერდა. ყველაფერი ბოლო 3 წუთში გაირკვა, რომელიც რუსთაველებმა მეტო მობილიზებითა და რაც მთავარია, შედეგიანობით ჩაატარეს და საბოლოოდ 8-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს,

რუსთაველთაგან ყველაზე მეტი - 17 ქულა მორის ბრიგსმა ჩააგდო. 14 ქულა მიითვალა ქეისი კასპერბაუერმა, ხოლო ლევან ხმელიძისა და ტომი სპანოლოს ანგარიშზე 13-13 ქულა დაგროვდა. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და 13 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც მოაგროვა. „კაკტუსში“ გამორჩეულნი ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ - ჯონ ფლორვეუსმა 23 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა, ტერიკ ბრიჯმენმა კი თავი 16 ქულას და 12 მოხსნას მოუყარა. 

მირიან ჩხეიძის ფოტო


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890