← სიახლე
რუსთავმა ოლიმპს მეორე ტაიმში აჯობა

2017-02-11

 სტატისტიკა

სუპერლიგის მე-16 ტური დღეს რუსთავში გამართული მატჩით დასრულდა. ქვემოქართლურმა გუნდმა „ოლიმპს“ უმასპინძლა და ანგარიშით 88:72 დაამარცხა.

„ოლიმპი“ სუპერლიგის ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდა და დღევანდელი მატჩის მოგება ძალიან სჭირდებოდა, თუმცა შეხვედრის წარმატებით დასრულება ვერ მოახერხა. რუსთაველებმა მძლავრი პირველი პერიოდის შემდეგ პოზიციები მეორეში შედარებით დათმეს, თუმცა მესამე და ბოლო ათწუთეულებში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.

რუსთაველებს ახალწვეულმა ამერიკელმა ლეგიონერმა, მორის ბრიგსმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა სერგო ათუაშვილმა, ხოლო ქეისი კასპერბაუერის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. „ოლიმპში“ 17 ქულით საუკეთესო იყო უოლტერ პიჩფორდი, ალექსანდრე ბოლქვაძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მორიგი ტური 17 და 18 თებერვალს - რუსთავსა და თბილისში გაიმართება.  


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890