← სიახლე
ასაკობრივ ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბებში ცვლილებებია

2014-01-09


   საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში სიახლეები და გადაადგილებებია. ნაკრებებში 2 ახალი სახე გამოჩნდა - ირაკლი ხოშტარია და თემურ კანკია, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში ასისტენტის პოზიციას დაიკავებენ.

სუპერლიგის ლიდერ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ხოშტარია მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ასისტენტი იქნება. 20-წლამდელებში აინაცვლა 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა, რომელიც ხოშტარიასთან ერთად უსტიაშვილის ასისტენტი იქნება.

18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს არჩილ ჟღენტი დაიკავებს, რომელიც აქამდე 20-წლამდელებში დავით უსტიაშვილის ასისტენტად მუშაობდა. 18-წლამდელებში ჟღენტის ასისტენტები იქნებიან დიმიტრი ჟაკობოვი და გიორგი ნიკოლაძე, რომელიც აქამდე ანალოგიურ პოზიციაზე, ოღონდ 16-წლამდელებში მუშობდა.

16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ გია კაზანჯიანი იმუშავებს, რომლის ასისტენტები ირაკლი ტომარაძე და "სოხუმის" 20-წლამდელთა გუნდის თავკაცი თემურ კანკია იქნებიან. ტომარაძე 16-წლამდელებში აქამდეც კაზანჯიანის ასისტენტად მუშაობდა, კანკიას კი ასაკობრივ დონეზე მწვრთნელობა პირველად მოუწევს.

ზემოთაღნიშნული სიახლეებისა და გადაადგილებების შედეგად სამივე ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში თავი 3-3-მა სპეციალისტმა მოიყარა, რომელთა შემადგენლობასაც ცალ-ცალკე გთავაზობთ:

20-წლამდელთა ნაკრები

დავით უსტიაშვილი - მთავარი მწვრთნელი

მიხეილ ბერუაშვილი - ასისტენტი

ირაკლი ხოშტარია - ასისტენტი

 

18-წლამდელთა ნაკრები

არჩილ ჟღენტი - მთავარი მწვრთნელი

გიორგი ნიკოლაძე - ასისტენტი

დიმიტრი ჟაკობოვი - ასისტენტი

 

16-წლამდელთ ნაკრები

გია კაზანჯიანი - მთავარი მწვრთნელი

ირაკლი ტომარაძე - ასისტენტი

თემურ კანკია - ასისტენტი


ირაკლი ხოშტარია                                                                          თემურ კანკია

                                              

 


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890