← სიახლე
,,არმია”-,,ქუთაისის” წინასამატჩო პრესკონფერენცია

2013-12-07

მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა ,,არმიასა’’ და ,,ქუთაისს’’ შორის გაიმართება. ეს გუნდები 5მოგებითა და თითო წაგებით 3-4 ადგილებს ინაწილებენ და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ამ შეხვედრის მიმართ დიდი მოლოდინებია. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კოტე ტუღიში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): დღეს ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაშის მოლოდინი გვაქვს. ,,ქუთაისი’’ სერიოზული მეტოქეა, მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, სწრაფ კალათბურთს თამაშობენ, თუმცა მეტნაკლებად ვიცნობთ მათ ტაქტიკას და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი დადებითი მხარეები გამარჯვების მოსაპოვებლად. დღეს მასპინძლებად ვითვლებით, შემდეგში მოედნის უპირატესობას დიდი მნიშვნელობა ექნება. სამწუხაროდ, შეხვედრას დანაკლისებით ვხვდებით. ბერიშვილი ვერ დაგვეხმარება, არადა დღევანდელ თამაშში სწორედ მისნაირი კალათბურთელები გვჭირდება. თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ და არც ერთი მოთამაშე თავს არ დაზოგავს.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი):  ნამდვილად პირველი წრის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. დღევანდელი შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული იქნება ,,არმიის’’ წინა ტურის მარცხიდან გამომდინარე. ქუთაისი ეცდება ისევ ის თამაში აჩვენოს, რომელსაც წელს ვთავაზობთ გულშემატკივრებს. ვიბრძოლებთ საუკეთესო შედეგისთვის, დანარჩენს თამაში გვაჩვენებს. 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890