← სიახლე
დედაქალაქის პირველობაზე მეოთხედფინალები გაიმართა

2013-10-18


 თბილისის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები დღეს საკალათბურთო აკადემიაში გამოვლინდნენ. გამართული 4 მატჩის შემდეგ გამოვლინდნენ ის გუნდები, რომლებიც დედაქალაქის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძლას განაგრძობენ. ესენი არიან: "დინამო", 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი "ჰიუნდაი", შსს 1 და "კნაუფ-აკადემია".

 

აღნიშნულმა გუნდებმა ნახევარფინალის საგზურები იოლადმოიპოვეს. არც ერთ მათგანს არ გასჭირვებია მეტოქის ძლევა. დინამოელებმა "მართე 1"-ს 28 ქულის სხვაობით მოუგეს, ისევე როგორც "შსს 1"-მა - "იმედს. ჰიუნდაელებმა "ზაზა 1" 87:62 დაამარცხეს, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობით "კნაუფ-აკადმეიამ" იმარჯვა, რომელმაც "აკადმეია 2"-ს 64 ქულის სხვაობით - 115:48 აჯობა.

ნახევარფინალებში ერთმანეთს 1-ელი ესქპერიმენტალური სკოლის გუნდი "დინამოს" შეხვდება, ხოლო "შსს 1" – "კნაუფ-აკადემიას". ხვალ საკალათბურთო აკადემია საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საპლეიოფო რაუნდის მატჩებს უმასპინძლებს, რომელშიც ჯგუფებში III-IVადგილებზე გასული 8 გუნდი მონაწილეობს და რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის 2 საგზურისთვის იბრძვიან.

 

18 ოქტომბერი.საკალათბურთო აკადემია

ართვე 1 - დინამო                            61:89

1-ელი ექსპ. სკოლა - ზაზა 1             87:62

შსს 1 - იმედი                                     91:63

კნაუფ-აკადემია - აკადემია 2          115:48

 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890