← სიახლე
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში 21 გუნდი მონაწილეობს

2013-10-13 10 ოქტომბერს დაიწყო თბილისის ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის, რომელმაც დედაქალაქის ჩემპიონთან ერთად ის 10 გუნდი უნდა გამოავლინოს, რომლებიც საქართველოს პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.

დედაქალაქის ჩემპიონატს თბილისის განვითარების კავშირი კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ატარებს მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. ტურნირის მიზანი თბილისის ჩემპიონის გამოვლენა და ქვეყნის პირველობისთვის ძლიერი გუნდების შერჩევაა.

თბილისის პირველობაზე 21 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. შექმნილია 3 ხუთგუნდა და 1 ექვსგუნდა ჯგუფი. ჩემპიონობისთვის ბრძოლას თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალიდან განაგრძობს. პლეი ოფში გასული 8 გუნდი საქართველოს ჩემპიონატის საგზურს გაინაღდებს, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის ჯგუფებში III-IV ადგილებზე გასული გუნდები იბრძოლებენ.

თამაშები საკალათბურთო აკადემიისა და 53-ე საჯარო სკოლის დარბაზებში მიმდინარეობს. ჯგუფური ეტაპი 17 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის ჩემპიონობისთვისა და საქართველოს პირველობის საგზურებისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან დაიწყება.

 

"ა" ჯგუფი

ჰიუნდაი 1, თსსუ, აკადემია 2, შსს 2, ტიტები, 163-ე სკოლა

"ბ" ჯგუფი

აკადემია, ზაზა, ჰიუნდაი 2, არმია, ჩაუქი

"გ" ჯგუფი

იმედი, მართვე, მართე 2, ვესტა, ჰიუნდაი 3

"დ" ჯგუფი

დინამო, შსს, ზაზა, მართე 3, აკადემია 3


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890