← სიახლე
ფედერაციის გამგეობა მსაჯებს, კომისრებს და მსაჯ-მდივნებს სასტუმრო რედისონში შეხვდება

2013-10-10

კალათბურთის ფედერაცია აგრძელებს ქართულ საკალათბურთო საზოგადოებასთან შეხვედრებს. პირველი შეხვედრა 4 ოქტომბერს, ვეტერან კალათბურთელებთან გაიმართა მორიგი კი 11 ოქტომბერს, მოქმედ და ვეტერან მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან შედგება. დღეს დადგინდა შეხვედრის დრო და ადგილი: სასტუმრო "რედისონი", 11 ოქტომბერი, 16:00 საათი. ფედერაციის გამგეობა მოუწოდებს ყველა მოქმედ თუ ყოფილს მსაჯს, კომისარს და მსაჯ-მდივანს, დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც მასმედიისთვის ღია იქნება.

2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890