მხარი დაუჭირეთ შერმადინს ევროლიგის სიმბოლური ხუთეულის გამოკითხვაში

მხარი დაუჭირეთ შერმადინს ევროლიგის სიმბოლური ხუთეულის გამოკითხვაში

საქართველოს ნაკრებისა და ლიუბლიანური „ოლიმპიას“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, მართალია, ევროლიგის გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ მას შანსი აქვს, ამ ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდეს. ევროლიგის ორგანიზატორებმა ყველა პოზიციის საუკეთესო მოთამაშეები გამოარჩიეს და ოციფიალური ვებ–გვერდის სპეციალურ განყოფილებაში განათავსეს, სადაც გულშემატკივრებს მათთვის ხმის მიცემის საშუალება ეძლევათ.
 
გამორჩეული მოთამაშეები სულ სამ კატეგორიად არიან განაწილებულნი:
1. გამთამაშებლები
2. მსროლელები და მსუბუქი ფორვარდები
3. მძიმე ფორვარდები და ცენტრები
 

 
ვიზიტორმა პირველი კატეგორიიდან 1 მოთამაშე უნდა აირჩიოს, მეორედან – 2 და მესამედანაც – 2. შერმადინს საკმაოდ სახელგანთქმული კონკურენტები ჰყავს: კჟიშტოფ ლავრინოვიჩი, ერაზმ ლორბეკი, რაშო ნესტეროვიჩი, ანტე ტომიჩი, ფრან ვასკესი, მირსად თურქჯანი და … ერთი სიტყვით, ესტუმრეთ ამ ბმულს – http://euroleaguequiz.euroleague.net/voting11/all_eteam_11.html – გაეცანით მონაწილეებს და მხარი დაუჭირეთ ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს, რომელმაც გამოკითხვაში მონაწილეობის დამსახურებითაც უკვე სერიოზულ წარმატებას მიაღწია.
 
გამოკითხვაში ერთი IP მისამართიდან (ერთი კომპიუტერიდან) დღეში ერთხელ შეიძლება ხმის მიცემა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინტერნეტ–გამოკითხვით სიმბოლურ ხუთეულში მონაწილეთა მხოლოდ 25 % შეირჩევა, დანარჩენ 75 პროცენტს კი ჟურნალისტები საკუთარი გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ.