ნიკა ცქიტიშვილის ტერამომ სეზონი წაგებით დაიწყო

წარუმატებელი გამოდგა იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა ნიკა ცქიტიშვილისთვისა და მისი “ტერამოსთვის”. გუნდი ბოლონიაში 68:70 იქაურ “უპიმთან” დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა 16 წუთში თამაშიდან 4-დან 3 საშუალო სროლა შეასრულა ზუსტად და შეხვედრა 6 მოხსნით დაასრულა.
“უპიმის” შემადგენლობაში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ჰორას ჯენსკინსი იყო, ხოლო ცქიტიშვილის გუნდში კი 20 ქულითა და 9 მოხსნით თავი კლეი ტაკერმა გამოიჩინა.
შეხვედრის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.