საქართველოს ნაკრებს კვლავ გორდონ ჰერბერტი უხელმძღვანელებს!

გორდონ ჰერბერტმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ეროვნულ გუნდს ერთი დივიზიონით მაღლა ანაცვლებაში დაეხმარება. ჰერბერტის ხელმძღვანელობით ნაკრებმა შარშანვე დიდი პროგრესი განიცადა და მიუხედავად იმისა, რომ რომ კვლავ B დივიზიონში ვიმყოფებით, კანადელი სპეციალისტის პროფესიონალიზმი და გამოცდილება ყველას ოპტიმიზმით გვავსებს.თავის დანიშვნასთან დაკავშირებით გორდონ ჰერბერტმა საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:“ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებთან მუსაობის საშუალება მომეცემა. მსურს დიდ მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის. ჩვენს წინაშე ისევ ის მიზანია, როგორც შარშან – ერთი დივიზიონით მაღლა უნდა გადავიდეთ და ყველა სათამაშო კომპონენტი გავაუმჯობესოთ.ჩემი ასისტენტები იქნებიან კენ შილდსი (რომელიც ასევე შარშან მეხმარებოდა), კენი ატკინსონი და დავით უსტიაშვილი. მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს ძლიერი სამწვრთნელო შტაბი ეყოლება.შარშანდელზე უკეთესი შემადგენლობა გვყავს და მეტოქეებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ერთადერთი ვინც საქართველოს ნაკრებს პრობლემებს შეუქმნის, ისევ და ისევ…ჩვენ ვიქნებით. მთელი ყურადღება საკუთარ მომზადებაზე უნდა გავამახვილოთ. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევასა და ახალი ციკლის დაწყებას.”