თელავის ტური AND1-მა, ფინალის საგზური – “მიქსმა” მოიგო

3x3 cover gverdistvisss
თელავის ტური დასრულდა. გამარჯვება კვლავ გუნდმა AND1-მა (დავით ეძგვერაძე, ირაკლი ალხანაიძე, ზურა მაჩალაძე, ლევან ტუხაშვილი) მოიპოვა, რომელმაც ფინალურ მატჩში თელავის „მიქსი“ (ბექა ნუცუბიძე, დავით პაპუნაშვილი, სოსო იაგორაშვილი, დავით აკოლაშვილი) დაამარცხა.

AND1-მა მოიგო საქართველოს ჩემპიონატის წინა, 26 ივნისს გამართული ტურიც, რომელსაც მცხეთამ უმასპინძლა. მიუხედავად გამარჯვებისა, გუნდს არ ერგო 12 ივლისს, თბილისში გასამართი ფინალური ეტაპის საგზური, რადგან დებულების თანახმად, ფინალური ეტაპის საგზური თამაშდება იმ რეგიონის გუნდებს შორის, სადაც შესარჩევი ტური ტარდება.

გუნდ AND1-ის გარდა თელავის ტურში თავი მთლიანად კახეთის წარმომადგენლებმა მოიყარეს. ტურნირში მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო – თელავში სათამაშოდ ჩამოვიდნენ ლაგოდეხიდან, ახმეტიდან, დედოფლისწყაროდან, სიღნაღიდან, საგარეჯოდან, გურჯაანიდან…

14 გუნდი გაყოფილი იყო 5 ჯგუფში, მომდევნო ეტაპზე კი 8 საუკეთესო გავდა, რომლებმაც პირველობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან გააგრძელეს. ძირითადი ბრძოლები ნახევარფინალში გაიმართა, სადაც ერთმანეთს „მიქსი“ – „ჯოკაბონატო“ დაAND1 – “ლაგოდეხი“ შეხვდნენ. „მიქსმა“ დაძაბულ ბრძოლაში (15:12) მოიპოვა ფინალის საგზური, ხოლო მომავალმა ჩემპიონმა ლაგოდეხელები იოლად – 17:10 დაამარცხა.

ნახევარფინალში ტრავმა მიიღო „მიქსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით პაპუნაშვილმა, რომელიც ფინალში თავისიანებს ვერ დაეხმარა. წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩენილმა AND1-მა მასპინძლები იოლად, ეფექტური გდებების ფონზე 21:12 დაამარცხა და მცხეთის მერე ზედიზედ მეორე ტური მოიგო.

საქართველოს ჩემპიონატის მორიგი გაჩერება ბათუმშია, სადაც 29 ივნისს აჭარის რეგიონის შესარჩევი ტური გაიმართება.