3×3 ჩემპიონატის თბილისის ტურის კენჭისყრა სპორტის სამინისტროში

cover  3x3 site kenhisyra

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტურის ჯგუფები ცნობილია. დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში 22 ივნისს გასამართი თბილისის შესაჩევი ტურის კენჟისყრა გაიმართა, რომელსაც გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, თბილისის ტურში მონაწილე 50 გუნდი 16 ჯგუფში გადანაწილდა. შეიქმნა 14 3-გუნდიანი და 2 4-გუნდიანი ჯგუფი, საინადან პლეი ოფში თითო საუკეთესო გავა. პლეი ოფი მერვედფინალიდან დაიწყება, რომელშიც 16 ჯგუფის 16 გამარჯვებული იასპარეზებს. 12 ივლისისთვის ფინალურ საგზურს მოიპოვებს 6 საუკეთესო გუნდი. ნახევარფინალში გასული 4 გუნდი ავტომატურად გადადის საქართველოს ფინალში, 4 დარჩენილი გუნდი კი 2 საგზურს პლეი აუტის სისტემით გაითამაშებს. თბილისის ტურზე გამოვლინდება ტურის ჩემპიონი გუნდი და საუკეთესო მოთამაშე.

კენჟისყრაში მონაწილეობა თავად მოთამაშეებმა მიიღეს, რომლებიც 3 კალათაში განთესილ გუნდებს რიგრიგობით იღებდნენ და შედეგები დიდ ეკრანზე, სპეციალურად შექმნილ პროგრამაში ისახებოდა.

ორგანიზატორებმა გუნდების წარმომადგენლებს გააცნეს ის ძირითადი ვალდებულებები, რომლებიც მათ ტურნირის დროს უნდა შეასრულონ.  „თბილისი მოლში“ გაიმართება 3X3 კალათბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნა. თამაშები დილის 10 საათიდან დაიწყება, გახსნის საზეიმო ცერემონიალი კი 14:00 საათზეა დაგეგმილი.

ტურნირში მონაწილეებისთვის:

–         დილის 9 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია, რომელზეც აუცილებელია გუნდის მინიმუმ 1 წარმომადგენლის გამოცხადება.

–         ტურნირის ყველა მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის გარეშეც რეგისტრაციას ვერ გაივლიან.

–         მოთამაშეებს დაურიგდებათ გუნდის ბეიჯები, რომლის გარეშეც მოედანზე ვერ შევლენ.

თბილისის შესარჩევი ტურის სრული კალენდარი ხვალ გამოქვეყნდება. მოთამაშეებს კალენდრების და ცხრილების ნახვის საშუალება ექნებათ თავიანთ პირად გვერდებზეც. მთლიანობაში, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება 11 შესარჩევი ტური, ხოლო ფინალური ეტაპი, 12 ივლისს, დედაქალაქში გაიმართება.