სპორტის დღესთან დაკავშირებით გამართულ ტურნირს 3X3 კალათბურთში კუს ტბამ უმასპინძლა

cover kus tba sportis dges 3x3

6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა კუს ტბამ, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და შესაბამისი ფედერაციების დახმარებით სხვადასხვა სახეობებში საინტერესო შეჯიბრებები გაიმართა.

ფეხბურთთან, მძლეოსნობასთან, გრეხეტბოლთან, ძალოსნობასთან, კარატესთან ერთად კიდევ არაერთ სახეობაში ჩატარდა ტურნირები, თუმც გამორჩეული ადგილი მათ შორის კალათბურთს ეკავა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებული ტურნირი 3X3 მინი კალათბურთში ყველაზე ხანგრძლივი და შესაბამისად, დაძაბული გამოდგა.

ულტრათანამედროვე, სპეციალურად გასაშლელ საკალათბურთო მოედანზე პატარა კალათბურთელებმა საინტერესო თამაში გააჩაღეს. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუკეთესო გავიდა.

ჯგუფური ეტაპის მატჩების დასრულებისას ტურნირის მონაწილეებს შეხვდნენ და მათთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს საკალათბურთო სუპერლიგის მოთამაშეებმა. კუს ტბაზე გამართული ტურნირის სანახავად და ბავშვებთან შესახვედრად “სოხუმის”, “დინამოს”, “არმიას”, “შსს-აკადემიის” და “ოლიმპის” კლუბის  წევრები ამოვიდნენ.

სხვა ღონისძიებებთან ერთად საკალათბურთო ტურნირი მოინახულა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა, მისმა მოადგილეებმა და დეპარტამენტებისა თუ სამმართველოების ხელმძღვანელებმა.

ნახევარფინალში ერთმანეთს “დინამომ” 13:4 სძლია “ბასტიონს”, ხოლო “შსს-ორბმა” 5:2 დაამარცხა “მართვე”. მესამე ადგილისთვის მატჩში მართველებმა “ბასტიონს” დაძაბულ ბრძოლაში – 10:8 სძლიეს, ხოლო ჩემპიონი “დინამო” გახდა, რომელმაც ფინალში “შსს-ორბს” შანსი არ დაუტოვა – 13:5.

ჩემპიონის გამოვლების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მესამე ადგილზე გასული “მართვე” მედლებით დააჯილდოვა სუპერლიგის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ რუაძემ. მეორეადგილოსანი “შსს-ორბის” წევრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგებიძემ დააჯილდოვა, რომელმაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, დინამოელ თორნიკე ანჯაფარიძეს სპეცილური პრიზი – საკალათბურთო ბურთი გადასცა.

ტურნირის გამარჯვებული დინამოელები მედლებითა და სპეციალური საჩემპიონო თასით დააჯილდოვა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ჩხეიძემ.

kus tba sportis dge 3 kus tba sportis dge 6 kus tba sportis dge 8 kus tba sportis dge 9 kus tba sportis dge 10 kus tba sportis dge 11 kus tba sportis dge 14 kus tba sportis dge 15 kus tba sportis dge kus tba sportis dge1 kus tba sportis dge2 kus tba sportis dge4 ScreenHunter_322 Apr. 07 08.04 ScreenHunter_324 Apr. 07 08.04 ScreenHunter_325 Apr. 07 08.50