Tbilisi Open 3×3 2013 ფიბა-მ ოფიციალურ კალენდარში შეიყვანა

news3

Tbilisi Open 3×3 2013  ფიბა-მ თავის ოფიციალური ღონისძიებების კალენდარში შეიყვანა, ეს უპრეცედენტო მოვლენა:

 აქამდე ქუჩის კალათბურთში საქართველოში ფიბა-ს ეგიდით არც ერთი ტურნირი არ გამართულა. ტელევიზიის პირველი არხისა და კალათბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირი Tbilisi Open 3×3 2013 პირველია, რომელიც მსოფლიოს კალათბურთის ფედერაციაშია რეგისტრირებული.

 

Tbilisi Open 3×3 2013-ში მონაწილეთა რეგისტრაცია 14 ივნისიდან დაიწყო. მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (www.gbf.ge) , სუპერლიგის (www.superleague.ge)  და საზოგადოებრივი მაუწყებლის (www.1tv.ge)  ვებ-გვერდებთან.

 3/3-ზე კალათბურთში თბილისის საერთასორისო ტუნირზე მთავარი პრიზი სლოვენიაში გასამართ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე დასასწრები 4 საგზური იქნება, რომელსაც გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ამის გარდა, პრიზიორთათვის და გამორჩეული მოთამაშეებისთვის დაწესებული იქნება სხვადახვა ფასიანი პრიზები.

 Tbilisi Open 3×3 2013-ში მონაწილეობა არ შეეძლებათ საქართველოს სუპერლიგისა და უცხოეთის უმაღლეს ლიგებში მოთამაშე კალათბურთელებს. ტურნირზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 16 წლამდე მოთამაშეებისთვის.

– 1 ივლისს გაიმართება სემინარი, სადაც ორგანიზატორები მონაწილეებს 3×3-ზეკალათბურთის წესებს გააცნობენ.

– 3 ივლისს დასრულდება მონაწილეთა განაცხადების მიღება.
– 4 ივლის შედგება Tbilisi Open 2013-ის კენჭისყრა.