3×3-ზე კალათბურთში Tbilisi Open 2013-ზე რეგისტრაცია დაიწყო

news2

დაიწყო რეგისტრაცია 3×3-ზე კალათბურთის საერთაშორისო ტურნირ Tbilisi Open 2013-ზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ს

 ეგიდით 6-7 ივლისს გრანდიოზულ ტურნირს ატარებენ, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად გათამაშდება სლოვენიაში დამდეგ სექტემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატის 4 საგზური.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მსურველებს უკვე დღეიდან შეეძლებათ დარეგისტრირება. Tbilisi Open 2013-ში თამაში არ შეუძლიათ საქართველოს სუოპერლიგისა და უცხოეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებს. დანარჩენთათვის ტურნირში მონაწილეობა ნებადართულია.

         1 ივლისს გაიმართება სემინარი, სადაც ორგანიზატორები მონაწილეებს 3×3-ზე კალათბურთის წესებს გააცნობენ.

         3 ივლისს დასრულდება მონაწილეთა განაცხადების მიღება.

         4 ივლის შედგება Tbilisi Open 2013-ის კენჭისყრა.