TbilisiOpen 2013-ის სამქულიანების და ჩატენვების კონკურების ფინალისტები ცნობილია

სამქულიანების და ჩატენვების კონკურსის ფინალისტები ცნობილია.

სამქულიანების ფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ნოზაძე და მამუკა ბაბუნაშვილი დაუპირისპირდებიან, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული და ირაკლი ალხანაიძესა და სირიელ მოჰამედ ალბაშს შორის გაირკვევა.

ნიკოლოზ ნოზაძე(ქარიშხალა) : მიხარია, რომ ასეთი ტურნირი ტარდება. კმაყოფილი ვარ, რომ ამ ღონისძიებაზე შევხვდი ხალხს, ვინც ადრე თამაშობდა კალათბურთს, ასევე გამოჩნდნენ ის მოთამაშეები,  რომლებიც არიან მომავალი თაობა. რაც შეეხება უშუალოდ 3-ქულიანების კონკურსს, მოხარული ვარ, რომ ფინალში გავედი და წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეტოქეს. ასევე აღვნიშნავ ტურნირის ორგანიზების მაღალ ხარისხს , რისთვისაც დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და მსაჯებს.

მამუკა ბაბუნაშვილი(Shooting stars): პირველად ვიღებ ასეთი სახის ტურნირში მონაწილებას , ძალიან სასიამოვნოა, ვეცდები სამქულიანების კონკურსის ფინალში უფრო მეტად მობილიზებით ვითამაშო.

 

ირაკლი ალხანაიძე(And1): ქუჩის კალათბურთს პირველად ვთამაშობ, პროფესიულისგან საკმაოდ განსხვავებულია. ძალაინ საინტერესო ტურნირია და კარგია, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. ეს ბევრად მეტ გამოცდილებას გვმატებს. სასურველია, მსგავს ტურნირებზე უფრო მეტი ხალხი მოდიოდეს.  რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, სხვებთან შედარებით მეტი გამოცდილება მაქვს, თუმცა  ფინალში სერიოზული მოწინააღმდეგე შემხვდა.

 

მოჰამედ ალბაში(კალა): ძალაინ სასიამოვნოა ამ ტურნირში მონაწილეობა, მომწონს გარემო და თამაშებიც საინტერესოა. ქუჩის კალათბურთს სირიაშიც ვთამაშობდი, სადაც მოგებული მაქვს ერთ-ერთი ტურნირი.