,,TbilisiOpen3x3” სარეკლამო რგოლი

1news

6-7 ივლისს  საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერითა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ,,TbilisiOpen3x3”.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება სლოვენიაში, ევრობასკეტ 2013-ზე, რომელზეც იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

12 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მზიურში გადაიღო საანონსე რგოლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც: თორნიკე შენგელიამ, ანატოლი ბოისამ და ბექა ჩიკვილაძემ. მათ ყველა მსურველს ტურნირში აქტიური ჩართვისა და მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

ტურნირის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება 15 ივნისიდან.