პირველი დღის შემდეგ Tbilisi Open-ზე ფავორიტები გამოიკვეთნენ

3x3 dasadebiiiiiii

 

Tbilisi Open 2013-ის პირველი დღე მეტად დატვირთული, თუმცა ძალიან საინტერესო გამოდგა. ორგანიზატორებმა მოთამაშეთათვის საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად საჭირო და კომფორტული პირობები დილიდანვე მოამზადეს, გაიმართა მოთამაშეთა რეგისტრაცია, მოეწყო ფოტო-სესია და გაეკრა ტურნირის შედეგთა დაფა, სადაც გასამართი ყველა მატჩი ეწერა, დამთავრებულ შეხვედრებს კი ტურნირის მთავარი მსაჯ-მდივანი შედეგებს უწერდა.

სანამ მზე გადავიდოდა, მონაწილეებს სიცხეში მოუწიათ თამაშმა, თუმცა რომ მოსაღამოვდა, Tbilisi Open 2013-ს ხიბლი მაშინ განსაკუთრებულად შეემატა. პროჟექტორებით განათებული მოედანი, სპორტის სასახლის ფარი, ფიბა-ს არბიტრი და … ლამაზი სანახაობისთვის მეტი რა იყო საჭირო – ქართველ სტრიტბოლისტებს ბრძოლის ჟინი, კლასი და შემართება არ აკლიათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლდათ კლასიკური სტრიტბოლი. 3X3-ზე კალათბურთი ფიბა-მ თავის ოფიციალურ კალენდარში შეიყვანა, დიდ ყურადღებას აქცევს და ნელ-ნელა სპორტის ეს სახეობა ოლიმპიურ ფერხულშიც ებმება. 3X3-ზე კალათბურთი უკვე შეიყვანეს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე – იმართება მსოფლიოს, ევროპის და სხვადასხვა საკონტინენტო ტურნირები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ასაკობრივ კატეგორიებში. ამას გარდა, თვეში რამდენიმე ფიბა-ს ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

 

სწორედ ასეთი ერთ-ერთი ტურია Tbilisi Open 2013, რომელიც ფიბა-ს ოფიციალურ კალენდარშია შეყვანილი და მასში რეგისტრაციაც ამ ორგანიზაციის საიტზე მოხდა. თბილისური ტურნირი, ცხადია, საერთაშორისოა, რომელშიც აზერბაიჯანული გუნდი მონაწილეობს. Hangover – ბაქოს გუნდმა ტურნირის პირველი მატჩი დამატებით დროში Brotherhood-თან წააგო და ჯგუფიდან გასვლის იმედი თითქმის გადაიწურა.

6 ივნისს 41 მატჩი გაიმართა, რამდენიმე შეხვედრაში კი მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური შედეგი გაფორმდა. B, C და D ჯგუფებში თამაშები დასრულდა და მერვედფინალისტებიც გამოვლინდნენ – Cactus, კუკურა, ქარიშხალა, ქუთაისი, რუსთავი და Dream Team.  თავიანთ ჯგუფებში თამაშები არ დასრულებულა, მაგრამ პლეი ოფის საგზური გაინაღდეს CCCP-მა და Shooting Stars-მა. ანუ ცნობილია 8 მერვედფინალისტი, რომელსაც 7 ივლისს, შუადღემდე ერთი ამდენი დაემატება და შემდეგ ჯერი პლეი ოფზე მიდგება.

ტურნირის მსვლელობისას გაიმართება პრეს-კონფერენციები, ხოლო დასრულებისთანავე – დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. გამარჯვებულისთვის მთავარი პრიზია 4-კაციანი საგზური სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე.

7 ივლისს სპორტის სასახლესთან თამაშები 12 საათიდან დაიწყება.

 

 

 

A ჯგუფი

And1 – Brotherhood 14:10, And1 – CCCP 7:12, Hangover – Brotherhood 6:8, Brotherhood – CCCP 5:7, Hangover – CCCP 2:9

CCCP                    3        3        0        28:14 6

Brotherhood               3          1          2          23:27   4

And1                           2          1          1          21:22   3

Hangover                    2          0          2          8:17     2

 

 B ჯგუფი

Cactus – ბურთის ღორები 12:10, Cactus – Old Street 20:0 (ტექ), Cactus – კუკურა 7:4, ბურთის ღორები – Old Street 10:8, ბურთის ღორები – კუკურა 9:11, Old Street – კუკურა 3:7

Cactus                    3        3        0        39:14 6

კუკურა                 3        2        1        22:19 5

ბურთის ღორები      3          1          2          29:31   4

Old Street                    3          0          3          11:37   2

 

C ჯგუფი

ქარიშხალა – ოქროს უბანი 9:4, ქარიშხალა – ქუთაისი 14:7, ქარიშხალა – ფინიქსი 9:4, ოქროს უბანი – ქუთაისი 5:8, ოქროს უბანი – ფინიქსი 20:0(ტექ), ქუთაისი – ფინიქსი 9:5

ქარიშხალა            3        3        0        32:15 6

ქუთაისი               3        2        1        24:24 5

ოქროს უბანი             3          1          2          29:17   4

ფინიქსი                      3          0          3          9:38     2

 

ჯგუფი

Dream Team – Freestyle 8:1, Dream Team – რუსთავი 8:6, Dream Team – Samba 20:0 (ტექ),Freestyle – რუსთავი 2:14, Freestyle – Samba 20:0 (ტექ), რუსთავი – Samba 20:0 (ტექ)

Dream Team          3        3        0        36:6   6

რუსთავი              3        2        1        40:10 5

Freestyle                      3          1          2          23:22   4

Samba                          3          0          3          0:60     0

 

E ჯგუფი

Zio – დოლიძე 11:5, Zio – კალა 11:5, დოლიძე – ბალოტელი 8:10, დოლიძე – კალა 0:20 (ტექ),ბალოტელი – კალა 8:6

Zio                               2          2          0          22:10   4

კალა                            3          1          2          31:19   4

ბალოტელი                2          1          1          18:14   3

დოლიძე                     3          0          3          13:41   2

 

F ჯგუფი

Shooting Stars – TNT 12:5, Shooting Stars – Olimpic 20:0 (ტექ), Shooting Stars – Snowkids 12:8, TNT – Olimpic 10:5, Olimpic – Snowkids 9:11

Shooting Stars        3        3        0        44:13 6

Snowkids                     2          1          1          19:21   3

TNT                             2          1          1          15:17   3

Olimpic                        3          0          3          14:41   2

 

ჯგუფი

Pantera – ტირანოზავრები 10:12, Pantera – Grapefruits 11:2, tiranozavrebi – Hyundai 11:18, Hyundai – Grapefruits 21:7

Hyundai                      2          2          0          39:18   4

Pantera                        2          1          1          21:14   3

ტირანოზავრები      2          1          1          23:28   3

Grapefruits                  2          0          2          9:32     2

 

H ჯგუფი

 

Mix – გიენები 20:8, Mix – ილო 12:7, გიენები – Young Money 3:9, Young Money – ილო 12:14

Mix                              2          2          0          32:15   4

ილო                            2          1          1          21:24   3

Young Money             2          1          1          21:17   3

გიენები                       2          0          2          11:29   2