საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა

cover 3x3 18 wlamdelebistvis

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანში პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს და 1-5 ივნისს ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის გამოსავლენად შეერკინება. საქართველოს ნაკრები ყაზახეთში დღეს გამთენიისას გაემგზავრა და პრინციპული ტურნირისთვის მოსამზადებლად ასტანაში რამდენიმე ვარჯიშსაც გამართავს.

საქართველოს ნაკრებში ირიცხებიან აკადემიელები – დათო აფხაზავა, ლევან ლოლიშვილი და ესპანური „მიერესის“ წევრი ნიკა დარბაიძე. დარბაიძეს 3X3 კალათბურთის საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამოცდილება აქვს. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა. ნაკრების ღირსებას დაიცავს აგრეთვე წლევანდელ სეზონში „ვითას“ გუნდში მოასპარეზე კალათბურთელი გიორგი კორსანტია.

გათამაშების სისტემის თანახმად მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა თურქეთთან, ჩინეთთან, ანდორასთან და არგენტინასთან ერთად. მომდევნო ეტაპზე, პლეი ოფში თითოეული ჯგუფის 5 წევრიდან 2-2 საუკეთესო გადის, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონის გამოსავლენად ბრძოლას მეოთხედფინალებიდან გააგრძელებენ.

ტურნირი 1 ივნისს დაიწყება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი იქნება, ხოლო ამავე დღეს ქართველები ანდორას დაუპირისპირდებიან (სათამაშო დროები იხილეთ ბანერზე). 2 ივნისი ტურნირზე დასვენების დღეა, ხოლო 3-ში საქართველო ჯერ ჩინეთს, შემდეგ კი არგენტინას გაეჯიბრება.

თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია იწარმოებს შემდეგ ბმულზე: youtube.com/fiba3x3

http://superleague.ge/public/images/3x3_u18_national_team_fiba_29052016_gal110.jpg