თბილისის 3X3 ტურის პირველი შესარჩევი ეტაპი ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება

cover 3x3x new  sport palace tbilisi

3X3 კალათბურთის სეზონი გრძელდება. 20 ოქტომბერს ახალ სპორტის სასახლეში თბილისის ტურის პირველი შესარჩევი ტურნირი გაიმართება. წინასწარი რეგისტრაციით 20 გუნდია დარეგისტრირებული, თუმცა შესაძლებელია, მონაწილეთა რაოდენობა ტურნირის დაწყებამდე გაიზარდოს.

თბილისის ტური სამი ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად 2 საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება, რომლებიც 8-8 გუნდს შეარჩევენ, ხოლო ოქტომბრის ბოლოს ფინალური შეჯიბრი ჩატარდება და დედაქალაქის ჩემპიონს გამოავლენს.

თბილისის ტურში ასაკობრივი ცენზი 16 წელია. მიმდინარე სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელებს თბილისის ტურში მონაწილეობა ეკრძალებათ, თუმცა ისინი, ვინც გასულ სეზონში სუპერლიგაში თამაშობდნენ და ახლა უგუნდოდ არიან, ხვალინდელ ტურნირში ასპარეზობა შეუძლიათ.

თბილისის ტურის პირველი შესარჩევი ეტაპი, 20 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა, თსუ-ს მაღლივ კორპუსთან) 11 საათიდან დაიწყება.